Sunday, March 13, 2016

ინტელის პროექტი

ინკების ისტორია

კურსის რეფლექსია

ამ პროექტის ფარგლებში განვიხილეთ მოდულები თეორიულად.თითოეული მოდულის მიხედვით  გავეცანით პროექტის ნიმუშებს,ვისწავლეთ პორთფოლიოში სხვადასხვა რესურსების გადატანა.გავაკეთეთ პრეზენტაციები,შევქმენით შეფასების რუბრიკები,ვისწავლეთ სურათების და ვიდეოს გადატანა.ვნახეთ სასარგებლო ინტერნეტ საძიებო სისტემა,გავეცანით საქაღალდის შეკუმშვა-გაგზავნას.ძალიან საინტერესო იყო ბროშურებსა და პრეზენტაციებზე მუშაობა.პროექტი ზოგადად ძალიან  შედეგიანი  გამოდ გა.ვფიქრობ ბევრი ისეთი რამ ვისწავლე,რასაც აუცილებლად გამოვიყენებ შემდგომ პრაქტიკულ საქმიანობაში.

Sunday, February 21, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

  შემდგომი მუშაობა უფრო და უფრო საინტერესო გამოდგა.ვიმუშავეთ სტანდარტის შესაბამისობაზე.ჩამოვაყალიბეთ  მიმართულების  მიმცემი საკვანძო  სიტყვები, ვისწავლეთ, როგორ უნდა შევადგინოთ  დროში  გაწერილი  შეფასების გეგმა და განვსაზღროთ შეფასების ფორმები.შევქმენით  შეფასების რუბრიკები, რომლითაც დავადგენთ მოსწავლეთა  წინარე ცოდნას და გავზომავთ საჭიროებებს.
  ასევე გავეცანით პრეზენტაციის ფორმის  შაბლონს, ვისაუბრეთ ინტერნეტ კავშირებზე,ვნახეთ სასარგებლო ინტერნეტ საძიებო სისტემა, განვიხილეთ საავტორო უფლებები,გავეცანით საქაღალდის შეკუმშვა-გაგზავნას.ერთი სიტყვით,მეცადინოებები ძალიან დატვირთული და პროდუქტიული იყო.ვფიქრობ, შემდეგი აქტივობებიც უფრო მეტი შედეგის მომცემი იქნება.




Saturday, February 13, 2016

ტრენინგის მესამე დღე

გავეცანით ინტელის პროგრამას.განვიხილეთ მოდულები ზოგადად.შევქმენით ახალი პაპკები,სასწავლო პროექტის ჩექლისტები და გეგმის შაბლონები გადავიტანეთ პაპკაში. გავეცანით პროექტის პორთფოლიოს ,ვნახეთ პროექტის ნიმუშები,ვიმუშავეთ სტანდარტებზე და ინდიკატორებზე..შევქმენით ბროშურები და ვისწავლეთ როგორ უნდა დავიტანოთ მასზე ინფორმაცია და სურათები.ძალიან საინტერესო იყო.ცოტა მეძნელა,მაგრამ ვფიქრობ,შეუძლებელი არაფერია.

მესამე დღის რეფლექსია