Wednesday, July 10, 2013

1. პროექტის სახელწოდება:"უარი ვუთხრათ მავნე ჩვევებს"
(მოწევა,ნარკომანია,ალკოჰოლიზმი.)ინგლისურ ენაზე. 

2.პროექტის მთავარი იდეა :მოსწავლეები გაეცნობიან თუ რა სავალალო შედეგები მოაქვს მავნე ჩვევებს ადამიანის ორგანიზმისათვის და რა პრევენციული ზომები უნდა გატარდეს ადრეული ასაკიდან,რათა არ მოხვდეს ახალგაზრდობა ამ საშინელი ზეგავლენის ქვეშ.

3.პროექტის აქტუალობა:პროექტის მიზანია მოსწავლეებმა მოიძიონ ინგლისურ ენაზე შესაბამისი ინფორმაცია  სიცოცხლისათვის საშიში ჩვევების შესახებ.სასწავლო პროცესის განმავლობაში გააკეთონ სტატისტიკური ანალიზი და ჩაატარონ კვლევები თუ რა შედეგები მოაქვს მოწევას,ნარკომანიას და ალკოჰოლიზმს ადამიანისათვის.

4.პროექტის მიზნები:მოსწავლეები გაეცნობიან რა მავნე ჩვევები  შეიძლება  ჰქონდეს ადამიანს,რა სახიფათოა ისინი განსაკუთრებით ახალგაზრდობის ასკიდან,დაინტერესდებიან და დასახავენ საჭირო გზებს,რათა უარი უთხრან ამ საშიშ ჩვევებს და გააკეთებენ ფართო პროპაგანდას რომ დაარწმუნონ ყველა ჯანსაღი ცხოვრების აუცილებლობასა და უპირატესობაში.

5.მოსწავლეთა ასაკი: X I კლასი
6.ვადები და ხანგრძლივობა: 3 კვირა

7. მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები კარგად გაეცნობიან იმ სავალალო შედეგებს ,რომლებსაც იწვევს ნარკომანია,ლოთობა და მოწევა.ისინიგააკეთებენ პლაკატებს,ჩაატარებენ გამოკითხვებს,დასახავენ საჭირო გზებს პრვენციისათვის,გაუჩნდებათ ინტერესი ეძებონ სხვადასხვა საშუალებები ცხოვრების
ჯანსაღი წესის დამკვიდრებისათვის.შეიძლება დაიწეროს ესეებიც.

8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ინტერნეტში საჭირო ინფორმაციის მოძიება ,სტატისტიკური ანალიზის გაკეთება,მოსწავლეების მიერ პლაკატების დამზადება,სლაიდ შოუს ჩვენება.

9.პროექტის მსვლელობა: (ძირითადი აქტივობები)
1.პროექტის თემის შერჩევა
2.ჯგუფების შექმნა.
3.პროექტის თემის განაწილება.
4.სლაიდებისა პლაკატების დამზადება.
5.გამოკთხვების ჩატარება.
6.პრეზენტაცია სლაიდ შოუს გამოყენებით.


10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
1.ინგლსური:გააუმჯობესებენ კითხვისა და თარგმნის უნარს ,აითვისებენ ახალ ლექსიკურ მასალას განუვითარდებათ,საკომუნიკაციო,წერისა და მოსმენის უნარ ჩვევები,ისწავლიან ურთიერთთანამშრომლობით კვლევა-ძიებას.
2.ისტ ტექნოლოგიები:გააუმჯობესებენ სხვადასხვა პროგრამებში მუშაობის უნარებს,ინტერნეტში მოიძიებენ მასალებს,გააკეთებენ სლაიდ შოუებს.
3.ლიტერატურა:განუვითარდებათ წერის უნარ-ჩვევები.

11.პროექტის ხელმძღვანელი:ფატი ყურაშვილი

12.ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: patikurashvili@gmail.com

13.პროექტის ვებგვერდი:ბლოგი.