ჩემი ბლოგი
Sunday, March 13, 2016
კურსის რეფლექსია
ამ პროექტის ფარგლებში განვიხილეთ მოდულები თეორიულად.თითოეული მოდულის მიხედვით გავეცანით პროექტის ნიმუშებს,ვისწავლეთ პორთფოლიოში სხვადასხვა რესურსების გადატანა.გავაკეთეთ პრეზენტაციები,შევქმენით შეფასების რუბრიკები,ვისწავლეთ სურათების და ვიდეოს გადატანა.ვნახეთ სასარგებლო ინტერნეტ საძიებო სისტემა,გავეცანით საქაღალდის შეკუმშვა-გაგზავნას.ძალიან საინტერესო იყო ბროშურებსა და პრეზენტაციებზე მუშაობა.პროექტი ზოგადად ძალიან შედეგიანი გამოდ გა.ვფიქრობ ბევრი ისეთი რამ ვისწავლე,რასაც აუცილებლად გამოვიყენებ შემდგომ პრაქტიკულ საქმიანობაში.
Sunday, February 21, 2016
მეექვსე დღის რეფლექსია
შემდგომი მუშაობა უფრო და უფრო საინტერესო გამოდგა.ვიმუშავეთ სტანდარტის შესაბამისობაზე.ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები, ვისწავლეთ, როგორ უნდა შევადგინოთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა და განვსაზღროთ შეფასების ფორმები.შევქმენით შეფასების რუბრიკები, რომლითაც დავადგენთ მოსწავლეთა წინარე ცოდნას და გავზომავთ საჭიროებებს.
ასევე გავეცანით პრეზენტაციის ფორმის შაბლონს, ვისაუბრეთ ინტერნეტ კავშირებზე,ვნახეთ სასარგებლო ინტერნეტ საძიებო სისტემა, განვიხილეთ საავტორო უფლებები,გავეცანით საქაღალდის შეკუმშვა-გაგზავნას.ერთი სიტყვით,მეცადინოებები ძალიან დატვირთული და პროდუქტიული იყო.ვფიქრობ, შემდეგი აქტივობებიც უფრო მეტი შედეგის მომცემი იქნება.
Saturday, February 13, 2016
ტრენინგის მესამე დღე
გავეცანით ინტელის პროგრამას.განვიხილეთ მოდულები ზოგადად.შევქმენით ახალი პაპკები,სასწავლო პროექტის ჩექლისტები და გეგმის შაბლონები გადავიტანეთ პაპკაში. გავეცანით პროექტის პორთფოლიოს ,ვნახეთ პროექტის ნიმუშები,ვიმუშავეთ სტანდარტებზე და ინდიკატორებზე..შევქმენით ბროშურები და ვისწავლეთ როგორ უნდა დავიტანოთ მასზე ინფორმაცია და სურათები.ძალიან საინტერესო იყო.ცოტა მეძნელა,მაგრამ ვფიქრობ,შეუძლებელი არაფერია.
Wednesday, July 10, 2013
1. პროექტის სახელწოდება:"უარი ვუთხრათ მავნე ჩვევებს"
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
1.ინგლსური:გააუმჯობესებენ კითხვისა და თარგმნის უნარს ,აითვისებენ ახალ ლექსიკურ მასალას განუვითარდებათ,საკომუნიკაციო,წერისა და მოსმენის უნარ ჩვევები,ისწავლიან ურთიერთთანამშრომლობით კვლევა-ძიებას.
2.ისტ ტექნოლოგიები:გააუმჯობესებენ სხვადასხვა პროგრამებში მუშაობის უნარებს,ინტერნეტში მოიძიებენ მასალებს,გააკეთებენ სლაიდ შოუებს.
3.ლიტერატურა:განუვითარდებათ წერის უნარ-ჩვევები.
11.პროექტის ხელმძღვანელი:ფატი ყურაშვილი
12.ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: patikurashvili@gmail.com
13.პროექტის ვებგვერდი:ბლოგი.
(მოწევა,ნარკომანია,ალკოჰოლიზმი.)ინგლისურ ენაზე.
2.პროექტის მთავარი იდეა :მოსწავლეები გაეცნობიან თუ რა სავალალო შედეგები მოაქვს მავნე ჩვევებს ადამიანის ორგანიზმისათვის და რა პრევენციული ზომები უნდა გატარდეს ადრეული ასაკიდან,რათა არ მოხვდეს ახალგაზრდობა ამ საშინელი ზეგავლენის ქვეშ.
3.პროექტის აქტუალობა:პროექტის მიზანია მოსწავლეებმა მოიძიონ ინგლისურ ენაზე შესაბამისი ინფორმაცია სიცოცხლისათვის საშიში ჩვევების შესახებ.სასწავლო პროცესის განმავლობაში გააკეთონ სტატისტიკური ანალიზი და ჩაატარონ კვლევები თუ რა შედეგები მოაქვს მოწევას,ნარკომანიას და ალკოჰოლიზმს ადამიანისათვის.
4.პროექტის მიზნები:მოსწავლეები გაეცნობიან რა მავნე ჩვევები შეიძლება ჰქონდეს ადამიანს,რა სახიფათოა ისინი განსაკუთრებით ახალგაზრდობის ასკიდან,დაინტერესდებიან და დასახავენ საჭირო გზებს,რათა უარი უთხრან ამ საშიშ ჩვევებს და გააკეთებენ ფართო პროპაგანდას რომ დაარწმუნონ ყველა ჯანსაღი ცხოვრების აუცილებლობასა და უპირატესობაში.
5.მოსწავლეთა ასაკი: X I კლასი
6.ვადები და ხანგრძლივობა: 3 კვირა
7. მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები კარგად გაეცნობიან იმ სავალალო შედეგებს ,რომლებსაც იწვევს ნარკომანია,ლოთობა და მოწევა.ისინიგააკეთებენ პლაკატებს,ჩაატარებენ გამოკითხვებს,დასახავენ საჭირო გზებს პრვენციისათვის,გაუჩნდებათ ინტერესი ეძებონ სხვადასხვა საშუალებები ცხოვრების
ჯანსაღი წესის დამკვიდრებისათვის.შეიძლება დაიწეროს ესეებიც.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ინტერნეტში საჭირო ინფორმაციის მოძიება ,სტატისტიკური ანალიზის გაკეთება,მოსწავლეების მიერ პლაკატების დამზადება,სლაიდ შოუს ჩვენება.
9.პროექტის მსვლელობა: (ძირითადი აქტივობები)
1.პროექტის თემის შერჩევა
2.ჯგუფების შექმნა.
3.პროექტის თემის განაწილება.
4.სლაიდებისა პლაკატების დამზადება.
5.გამოკთხვების ჩატარება.
6.პრეზენტაცია სლაიდ შოუს გამოყენებით.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
1.ინგლსური:გააუმჯობესებენ კითხვისა და თარგმნის უნარს ,აითვისებენ ახალ ლექსიკურ მასალას განუვითარდებათ,საკომუნიკაციო,წერისა და მოსმენის უნარ ჩვევები,ისწავლიან ურთიერთთანამშრომლობით კვლევა-ძიებას.
2.ისტ ტექნოლოგიები:გააუმჯობესებენ სხვადასხვა პროგრამებში მუშაობის უნარებს,ინტერნეტში მოიძიებენ მასალებს,გააკეთებენ სლაიდ შოუებს.
3.ლიტერატურა:განუვითარდებათ წერის უნარ-ჩვევები.
11.პროექტის ხელმძღვანელი:ფატი ყურაშვილი
12.ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: patikurashvili@gmail.com
13.პროექტის ვებგვერდი:ბლოგი.
Subscribe to:
Posts (Atom)